|
2019-08-07 15:41:45, 870 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ათივე რაიონს რეაბილიტირებული სერვისცენტრები ექნება
მუნიციპალიტეტის რაიონული სერვისცენტრების მოდერნიზება-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სამუშაოების შედეგად მოქალაქეებს შეეძლებათ, მუნიციპალური სერვისები მათივე რაიონში, კომფორტულ გარემოში მიიღონ. „მინდა შევეხო მნიშვნელოვან თემას. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდეგით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა-გაძლიერება. რაც მთავარია, კომფორტი უნდა შეგვექმნა მოსახლეოვბისთვის მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ჰქონდა ეს პროექტი ჩაბარებული და მის განხორციელებას ვიწყებთ. მოსახლეობას თავიანთი რაიონების სერვისცენტრებში ექნება შესაძლებლობა, ყველა ის სერვისი მიიღოს, რაც დღეს მერიაში არსებობს. ჩვენ უკვე გავიარეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, დასრულდა პროექტირება, დიზაინის მომზადება და როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაციისა და ახალი მისამართების შესახებ ინფორმაციის მიღება გამგეობების გვერდებზეა შესაძლებელი.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)