|
2019-08-06 15:52:30, 1032 ნახვა
საზოგადოება
შსს: გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებების დაანონსებისთანავე, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლის მსურველთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ, გამოცდებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაანონსებისთანავე მოიმატა. უწყების ცნობით, ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა - 20%-ით. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროდირექტივის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. ცვლილებების დაანონსებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ. ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა - 20%-ით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებს იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება. თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს ემატება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)