14:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 15:53:43, 1509 ნახვა

კომენტარი
ბესელია კვირიკაშვილის შესაძლო გამოკითხვაზე - ამ საქმის ახლა გაცოცხლება პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევ ქმედებად აღიქმება

„თუ ეს საქმეები ახლა, საარჩევნო კალენდართან ახლო პერიოდში უნდა გაცოცხლდეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მგრძნობიარე და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებად იქნება აღქმული“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გამოკითხვაზე დაბარებას სამტრედია-გრიგოლეთის გზასთან დაკავშირებით.

ბესელიას თქმით, ამ ქმედებების საბოლოო ინტერესი არის ის, რომ 2020 წელს საარჩევნო გარემო მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი იყოს.

„ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მახსოვს, დაიწყო გამოძიება და იყო დაკითხვაზე დაბარებული რამდენიმე მინისტრი, თუ ეს საქმეები ახლა უნდა გაცოცხლდეს,  საარჩევნო კალენდართან ახლო პერიოდში ამ ტიპის მოქმედება, ერთიან ჭრილში თუ შევხედავთ სურათს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მგრძნობიარე და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებად იქნება აღქმული. ეს აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი ქმედებები, რომლის ინტერესი არის, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო გარემო იყოს მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი, კონკურენტების გარეშე, რაც ძალიან ცუდი გზავნილია“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics