00:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 16:37:12, 1436 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საპილოტე რეჟიმში სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად საპილოტე რეჟიმში  სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია  ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა.

პროგრამაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო, აქედან ტესტირებაზე გავიდა 139 აბიტურიენტი და ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლას გააგრძელებენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics