|
2019-07-30 16:30:48, 1450 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილული იყო ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელების შედარება ევროპასა და აზიაში. შეხვედრა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტი (ADBI), ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ინსტიტუტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის ინტეგრაციისკენ. ეკატერინე მიქაბაძემ რამდენიმე უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც სრულად არ არის ათვისებული, ასევე სავაჭრო კავშირების განვითარებაზე, რასაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის სექტორზე და საქართვლოს პოტენციურ წამყვან როლზე რეგიონში ენერგეტიკის სფეროში. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის რეფორმა, რომლის შედეგადაც მეტად განვითარდება ენერგეტიკული ბაზარი და გაიზრდება მისი კონკურენტუნარიანობა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე კაპიტალის და ფინანსური ბაზრების რეფორმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, არამედ გახდება რეგიონის ფინანსური შუამავალი. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)