15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 15:53:39, 1363 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე: შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ

"ნაცონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ის წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. 

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია მას უწყების თანამშრომლებმა და წვევამდელებმა მიაწოდეს. 

„დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინსიტროს რამდენიმე თანამშრომელი მათ შორის გდდ-დან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში.

ეს ადამიანები აიძულეს მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და აიძულებდნენ მიეცათ ცრუ ჩვენება, მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებისთვის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანები სამოქალაქო პოზიციიების დაფიქსირებისთვის დასაჯოს. ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics