19:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 13:32:49, 950 ნახვა

საზოგადოება
დვალი: უახლოეს დღეებში ხალვაშს შევხვდები - ჩემი პრინციპია, R2 უნდა იყოს დამოუკიდებელი

მაქვს რაღაცა წითელი ხაზი, რითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი ტელევიზია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დვალმა აღნიშნა, გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში არხის მფლობელ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდება და მისგან შემოთავაზებებს მიიღებს.

„მინდა გითხრათ, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, გუშინ საღამოს შევხვდით პაატა სალიას. ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა ქიბარ ხალვაშთანაც. დაახლოებით გამაცნო, თუ რა მდგომარეობაა ტელევიზიაში. სანამ ხალვაშს არ შევხვდები, თავს შევიკავებ რამე კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე, მე მგონი ყველას კარგად გახსოვთ, რომ ხმამაღლა და ნათლად იყო გაცხადებული ხალვაშის დაპირება რაში მდგომარეობდა. ვნახოთ, შევხვდებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე მაქვს რაღაცა წითელი ხაზი, რითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, შემოთავაზებებს ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა დავით დვალმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics