|
2019-07-25 17:09:59, 1366 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე შეიზღუდება
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ღამის 00:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ატენის ქუჩის კუთხიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე გაგრძელდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოებს ვარაზისხევიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შესაბამისად, მცირედით შეიცვლება ვაკეში მოქმედი დროებითი სატრანსპორტო სქემები: კავსაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეტრიალდება ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით; თაქთაქიშვილის ქუჩა გაცალმხრივდება და ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ იმოძრავებს; ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება კეკელიძის ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად და მიშველაძის ქუჩიდან კავსაძის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად; აბაშიძის ქუჩა გაცალმხრივდება ბერძენიშვილის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე. ამდენად, ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მიშველაძის, ბერძენიშვილის ან კავსაძის ქუჩების გამოყენებით მოხვდება. აღნიშნული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მცირე ტევადობის ავტობუსები N9 და N59 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ კავსაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ავტობუსი N83 ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს მიშველაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით. ხოლო ავტობუსები N61, N87 და N140 მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კუთხეში დაასრულებენ. ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტით იმოძრავებენ ავტობუსები N9, N59 და N83 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)