10:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:29:35, 836 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ლარის კურსი დღეს დასტაბილურებულია

„ბუნებრივია, ლარის კურსი დასტაბილურებულია, იმასთან შედარებით, როდესაც  2.39-მდე იყო ასული და დღეს არის 2.24 და 2.25“, - ასე უპასუხა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, გულისხმობდა თუ არა მთავრობა კურსის დასტაბილურებაში ეროვნული ვალუტის დღევანდელ ღირებულებას დოლართან მიმართებით.

„დასტაბილურება ნიშნავს იმას რომ მკვეთრი რყევები აღარ უნდა იყოს, ბუნებრივია, კურსი დასტაბილურებულია, როდესაც 2.39-მდე იყო ასული და დღეს არის 2.24 და 2.25. ეს ის დონეა, რომლითაც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში დღეს ვალუტა გაუფასურებულია დოლართან მიმართებით, ამიტომ ხელოვნურად უფრო მყარ ვალუტას ვერ შევქმნით, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი ასახულია იმ კურსში რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics