18:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 15:01:38, 1523 ნახვა

საზოგადოება
კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

პირველად საქართველოში, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. 

ეროვნული სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ქინან ბაჰნასიმ კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცეს.

საქართველოს შრომით ბაზარს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები საერთაშორისო კვალიფიკაციით ეყოლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თორმეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა შრომითი დავების საერთაშორისო სასერტიფიკატო სწავლება წარმატებით გაიარა.

კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მიზანია შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტა. ეფექტური სისტემის აუცილებელი გარანტი კი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მედიატორია.

სწავლება ერთკვირიანი იყო. ტრენინგი შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმარება მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრენინგის გავლა ამ საქმიანობაში მყოფი ადამიანების ცოდნას გააღრმავებს და მომავალში კი მედიაციის პროცესის წარმატებას განაპირობებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics