|
2019-07-16 16:04:52, 1184 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ცერემონია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში თავშესაფრის ტური მოეწყო და სტუმრებმა მაშველების მიერ გადარჩენილი, დაკარგული და გასაჩუქებელი ცხოველები მოინახულეს. მერის მოადგილემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეფექტურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. ,,სააგენტოს წარმატებისათვის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეკიპაჟების მუშაობის ეფექტურობის მატებასთან ერთად, ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. ვახტანგ ლომჯარიამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და სამაშველო ოპერაციების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა. ,,მიმდინარე წელს 3 ათასზე მეტი კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია და 200-ზე მეტი სამაშველო ღონისძიება ჩავატარეთ, 640 ტრავმირებულ ცხოველს აღმოვუჩინეთ დახმარება, 386 ცხოველი გავაჩუქეთ და 88 პატრონს დავუბრუნეთ. სააგენტო ძირითად აქცენტს კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციების ჩატარებაზე აკეთებს, ვინაიდან ეს პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტიანი მეთოდია“, - აღნიშნა ლომჯარიამ. მადლობის სიგელები სააგენტოს 32 თანამშრომელს გადაეცა.
(NS)
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)