|
2015-07-06 10:15:42, 5626 ნახვა
რეგიონი
ოთარ დანელიამ ზუგდიდში, ავტო-მოტო მოყვარულთა გრანდიოზული შოუ გახსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ავტო-მოტო მოყვარულთა შოუს უმასპინძლა. გრანდიოზული სანახაობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნეს. სოფლის მეურნეობის მინისტი მოჯირითეებს BMW –ს მარკის ავტომობილით შეურთდა. ღონისძიების ფარგლებში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა. ავტო შოუს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელუი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად, მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გამგებლებმა, მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“-ა. ავტო შეჯიბრში გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მესამე ადგილზე კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გავიდა. პირველი ადგილის მფლობელს თასი და მედალი სამეგრელო –ზემო სვანეთის გუბრნატორმა ლევან შონიამ გადასცა. ავტო სპორტული სანახაობა სამეგრელოში პირველად ჩატარდა, ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები შოუ საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინალი“ არიან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)