|
2019-07-13 19:26:02, 2291 ნახვა
საზოგადოება
„ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს!“ - კილაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ეხმაურება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის სესქისტურ კომენტარს ეხმაურება. როგორც კილაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჩვენს საზოგადოებაში ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს. „ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მით უმეტეს საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულ სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი“, - წერს სოფიო კილაძე. შეგახსენებთ, რომ ლევან ონიანი facebook-ის ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს გამოეხმაურა. „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, - დაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ Facebook პოსტის კომენტარებში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)