|
2019-07-12 19:58:40, 1833 ნახვა
საზოგადოება
მევენაახეები „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქციას მართავენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მევენახეები საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს უცენზური ლექსიკით მიმართავენ. ამასთან, აქციის მონაწილეები გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. „ჩვენ აქ ვართ კახეთიდან ჩამოსულები. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ უკვე ღვინოში ჩაგვიფსეს, რითაც ჩვენ ვცხოვორობთ. ჩვენ აქ ამიტომ ვართ ჩამოსულები. უნდა მოშორდნენ ესენი“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ექსპორტიორები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა: „რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო“.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)