|
2019-07-09 15:43:20, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ნილოვი: ქართული დიასპორის დახმარებით, R2 შევისყიდოთ თავის ნაძირლებიანად და დავარქვათ „ბაგრატიონ1“
რუსი დეპუტატი ოლეგ ნილოვი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს. როგორც ნილოვმა აღნიშნა, გაბუანიას გარდა საქმე უნდა აღიძრას ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტში ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს კლავდნენ. "ძალიან ბევრმა ბავშვმა და ქალმა ნახა საქართველოს მთავარი ტელეარხიდან ეს დანაშაული. ამიტომ, ეკონომიკური სანქციების გარდა, საჭიროა სისხლის სამართლის ზომების მიღება. ეს ზომა გულისხმობს საქმეების აღძვრას, რაც არ მიგვიღია ამ ყველაფრის დამკვეთი სააკაშვილის მიმართ. მის გადაცემას მოითხოვს საქართველო, მაგრამ ევროპელები და უკრაინელები უარს ეუბნებიან. ჩვენ გვაქვს საქმე აღძრული გენპროკურატურაში, უნდა იყოს, ისევე როგორც იმ ნეოფაშისტების მიმართ, რომლებმაც პარლამენტში აღიარეს, რომ ხოცავდნენ და კლავდნენ, ხოცავდნენ რუსეთის მოქალაქეებს. ეს ხალხი აქ უნდა ჩამოვიყვანოთ, რატომ არ უნდა გავცეთ საჭირო პასუხი?! ტელეარხი „რუსთავი 2“ იქნებ შეიძლება ქართული დიასპორის დახმარებით ავიღოთ და შევისყიდოთ თავის ნაძირლებიანად და დავარქვათ „ბაგრატიონ1“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)