11:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 12:18:07, 1083 ნახვა

საზოგადოება
13 ივლისს, ქობულეთში „Kobuleti Fest 2019“ გაიმართება

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს „Kobuleti Fest 2019” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 13 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები  Beka,  Chiki,  Toke,  ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და  „Goofy Land’  იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების  ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

14:00 - 17:30 - Beka

17:30 - 21:00 - Chiki

21:00 - 22:00 - Melomaniakk

22:00 - 23:00 - Goofy Land

23:00 - 03:00 - Toke

14:00 - 18:00 ფრანების შოუ

14:00 - 19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები

20:00 - მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ

21:30 - კოცონი

23:00 - ფოიერვერკი

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics