|
2019-07-08 19:15:12, 1602 ნახვა
პოლიტიკა
რუსი დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ
რუსეთის დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადიცია უნდა მოხდეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. როგორც ვოლოდინმა განმარტა, ქართველი ჟურნალისტი რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. „ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შევთანხმდით, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის იგი სასჯელს - რუსეთში თუ საქართველოში“, - განაცხადა ვოლოდინმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)