|
2019-07-06 17:20:19, 2632 ნახვა
პოლიტიკა
გამსახურდია: ვინც გაიძახის „რუსეთი საფრთხეა, მაგრამ „ნაცები“... ან მტრისთვის სასარგებლო იდიოტია, ან აგენტი
როდესაც „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი თუ სხვა, რუსეთზე დიდ მტრად და საფრთხედ მიგაჩნია, და ერის მხსნელად რუსეთის ინტერესების მსახურ ოლიგარქიას თვლი, დღეს ცალსახად მტრის საქმეს აკეთებ“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც გამსახურდიამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში კიდევ ძალიან ბევრის ლუსტრაცია მოხდება. მოკლედ, ჩემო კარგებო, უკვე ყველაფერი ნათელია. ჩვენ რუსეთთან დაუფარავ ჰიბრიდულ ომში ვართ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ეკლესია და ბიზნეს-ელიტა, იგივე - ოლიგარქია, ღიად დგას მტრის მხარეს, ჩვენს ხარჯზე გაზულუქებული და გამდიდრებული... ყველა, ვინც დღეს გაიძახის - „რუსეთი საფრთხეა, მაგრამ ნაცები“... ან მტრისთვის სასარგებლო იდიოტია, ან აგენტია. როდესაც „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი თუ სხვა, რუსეთზე დიდ მტრად და საფრთხედ მიგაჩნია, და ერის მხსნელად რუსეთის ინტერესების მსახურ ოლიგარქიას თვლი, დღეს ცალსახად მტრის საქმეს აკეთებ. უახლოეს პერიოდში კიდევ ძალიან ბევრის ლუსტრაცია მოხდება. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ესეც გაივლის და და ერს დაგვავიწყდება, ვინ სად იდგა, რას ამბობდა და რას აკეთებდა“, წერს ცოტნე გამსახურდია.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)