|
2019-07-04 16:51:14, 1772 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: სერბეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა ხელი მოაწერეს. ოქმის თანახმად, განისაზღვრა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო უმასპინძლებს ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს სერბეთიდან, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს პრომოციას საკუთარ სამშობლოში. გარდა ამისა, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განიხილავენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას. კომისიის სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მიზნით, ჩამოყალიბდება დიალოგის ფორმატი საქართველოსა და სერბეთს შორის, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იმ გამოცდილებას, რომელიც სერბეთმა განვლო ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ძირეულ რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ამდენად, სერბეთთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან ჩვენ შევქმნით დიალოგის სპეციალურ ფორმატს, რომელიც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე.," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გამოხატა მზაობა, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. „საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ოქმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ჩვრნს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკონომუკური კავშირების გაღრმავებასა და გაფართოვებას“, - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)