|
2019-07-04 16:38:35, 21905 ნახვა
სპორტი
რუსული სარაგბო კლუბი ქართველ მორაგბეებს კონტრაქტს აღარ უწყვეტს
რუსულ სარაგბო კლუბ „სლავა“-დან გარიცხული ქართველი მორაგბეები კლუბში დააბრუნეს, - ამის შესახებ ერთ-ერთი მორაგბე რეზი ბროძელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ჩარევის შედეგად გაუგებრობა გაირკვა და მორაგბეები კლუბში დარჩნენ. „მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო. ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტრრსებისთვის და გვერდში დგომისთვის!“, - წერს მორაგბე. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისადმი სოლიდარების ჟესტის გამოხატვის გამო გაუწყვიტა. რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)