2015-07-03 19:31:09, 425 ნახვა
პოლიტიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა გაიმართა
აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ფორუმის პირველ დღეს გათვალისწინებულია მაღალი დონის სტუმრების პრეზენტაციები აბრეშუმის გზის აღორძინების თაობაზე; ასევე, გაიმართება თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ.
ღონისძიების მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება;
დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ეწვევა.
აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან