09:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 17:56:40, 1149 ნახვა

საზოგადოება
მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

ავჭალაში,  მიხაკო წერეთლის ქუჩაზე  გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1 425  კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა  ასფალტის საფარი.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,, L & L “ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 243 ლარია გათვალისწინებული. 

პროექტის მიმდინარეობას  გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. 

გლდანის რაიონში გზის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე,  ჯანჯღავას I შესახვევში, რეზო გაბაშვილის N7-14-ში და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics