|
2019-07-03 16:11:07, 1291 ნახვა
კომენტარი
კილაძე: ყველა იმ პირმა, ვინც გამოიწვია, რომ გვყავს თვალამოთხრილი ადამიანები, პასუხი უნდა აგოს
„ყველა პირმა ვინც დააშავა და გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს თვალამოთხრილი და სხვაგვარად დაშავებული ადამიანები, უნდა აგოს პასუხი“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა. კილაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავს ვერც მაღალი თანამდებობის პირები აარიდებენ. „ყველა პირმა ვინც დააშავა და გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს თვალამოთხრილი და სხვაგვარად დაშავებული ადამიანები, უნდა აგოს პასუხი. თქვენ თუ გაქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ბატონმა გახარიამ გასცა უკანონო ბრძანება, კი ბატონო [მანაც უნდა აგოს პასუხი], მაგრამ არც თქვენ, არც ოპოზიციას ასეთი მტკიცებულება არ გაქვთ. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს. არ აქვს მნიშვნელობა, ის მინისტრი იქნება, ჩვეულებრივი პოლიციელი, პარლამენტის წევრი თუ მთავრობის სხვა წევრი - ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. უბრალოდ, ამ დანაშაულსაც თავისი მტკიცებულებები სჭირდება“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)