|
2019-07-03 00:08:00, 1445 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილიას მე-13 დღე პერფორმანსით დასრულდა
რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილიას მე-13 დღე პერფორმანსით დასრულდა. აქციაზე შემოიტანეს მუმია ავტომატით ხელში. პერფორმანსის ავტორის, გიორგი ყოლბაიას თქმით, მუმია ხელისუფლების სიმბოლოა. როგორც მან განმარტა, მუმია შემაღლებული ადგილიდან იყურება, სწორედ ისე, როგორც ხალხს ბიძინა ივანიშვილი უყურებს. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მუმია წითელი საღებავით შეღებეს, რაც 20 ივნისს დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. "სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ. გავაკეთებთ დიდ ტენტს ე.წ. თანასამუშაო სივრცეს... ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. მისივე თქმით, ხუთშაბათს პარლამენტის წინ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, ხოლო 6 ივლისს იგეგმება ფართომასშტაბიანი მსვლელობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)