22:27 - 21 Jul, 2026
|
2019-07-02 16:57:28, 2146 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი - გუნდში გახარიას მიმართ კითხვები არ გვაქვს
„გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენების დროს შს მინისტრმა სახელმწიფოებრივი მოვალეობა შეასრულა. „მინდა, კორექტულები ვიყოთ და ის გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას ვალდებულება სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო, რაც მან შეასრულა. გუნდში ერთიანნი ვართ და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)