22:26 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 11:29:46, 1366 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის საკითხსაც დავაყენებთ

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ისაუბრა.

კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების -  არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დაისმება. 

„ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და როგორც გითხარით, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი, კიდევ ერთხელ დაისმება“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics