|
2019-07-01 17:25:29, 1601 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის განცხადებით, გავრილოვი თავად მივიდა მასთან სურათის გადასაღებად, რაც პროვოკაციული ნაბიჯი იყო
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქცევას საქართველოს პარლამენტში პროვოკაციული უწოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ პროვოკაციის რისკები აწონ-დაწონეს, თუმცა ყველაფერი ბოლომდე ვერ გაითვალისწინეს. „რაც შეეხება გავრილოვთან ფოტოს გადაღებას, - თითოეული ჩვენგანი იყო იმ მიღებაზე რომელიც გაიმართა და როდესაც დგახარ და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი იმ ადგილიდან. სამწუხაროდ, ესეც იყო ერთგვარი პროვოკაცია, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მეორე დღესაც. იყო პროვოკაციები, ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე ოპოზიციასთანაც საუბარი, იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ამ ასამბლეის ჩატარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რადგანაც ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსი. ეს რისკები გვქონდა აწონ-დაწონილი და ზომებიც მივიღეთ, განსაკუთრებით, პირველ დღეს, როდესაც იმართებოდა ღონისძიებების გახსნა, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ 100 %-ით რისკებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს შეგნებული ნაბიჯი იყო თუ არა შეგნებული, შინაარსობრივად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის რა არის კონტექსტი და, ბუნებრივია, სტუმარმა და მასპინძელმაც ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)