|
2019-07-01 15:12:39, 1279 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი „ოცნებას“: პროცესები უნდა მიმდინარეობდეს მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე
„პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ზუსტად ასე, კონსტიტუციურად, პოლიტიკურად და მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა. ელისაშვილმა მმართველ გუნდს აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებითად დაუსვა შეკითხვა. „ჩვენ „სამოქალაქო მოძრაობაში“ ერთი წამი არ დავფიქრებულვართ იმაზე მოვსულიყავით თუ არა აქ. პირიქით გეტყვით, რომ კომპრომისი და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არის სახელმწიფოებრივად სწორი და ამისთვის გეტყვით მადლობას. არ მომერიდება ნამდვილად არც მე და არც ჩემს მეგობრებს. პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ზუსტად ასე, კონსტიტუციურად, პოლიტიკურად და მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე. ერთი კითხვა მაქვს და ვიცი, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების დონე არ წყდება, მაგრამ მაინტერესებს, ჩვენ გვირეკავენ და გვწერენ, რომ აჭარასთან დაკავშირებით როგორ იქნება, როგორი წესით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები?!“ - მიმართა ელისაშვილმა „ოცნებას“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)