07:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 14:33:29, 976 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ნოვაციური მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო.

ახალი სპორტული სივრცე საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც გაიოზ ვასაძემ განმარტა, აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა მაღალი ხარისხისაა, გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და ამ ეტაპზე მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. 

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებული თანამედროვე სპორტული ინვენტარი იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქე ვარჯიშის ინსტრუქციას წერილობით ან QR კოდის მეშვეობით, ვიდეოს სახით გაეცნოს. გარდა ამისა, ინვენტარს აქვს აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშების ვიდეოს სახით მომზადება, რომელიც მიუთითებს ვარჯიშისა და შესვენების დროს, აჩვენებს თუ რომელი სავარჯიშო რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

სპორტული სივრცის მოწყობის სამუშაოები გამგეობის დაკვეთით  შპს "გრინსერვის +"-მა განახორციელა. სპორტული ინვენტარისა და მისი მონტაჟისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 125 089 ლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის მსგავსი მულტიფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N1-თან მდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.   

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics