|
2019-07-01 10:05:12, 1106 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას დღეს გამართავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას დღეს 1 ივლისს გამართავს. მმართველი გუნდი პრეზენტაციაზე პოლიტიკურ პარტიებს, ცესკოს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს. „როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება. პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს. პრეზენტაცია დღეს, 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)