20:01 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 16:25:48, 1747 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია - აქციის მონაწილეთა მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

„მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა ამ კრიტიკის ან მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოება გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

„მე ეჭვი არ მეპარება იმ ახალგაზრდების პროტესტის გულწრფელობაში, რომლებიც უკვე მეცხრე თუ მეათე დღეა, რუსთაველის გამზირზე გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პროტესტს. მე აბსოლუტურად მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა ამ კრიტიკის ან მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც გამოძიება დასრულდება. ეს არის ადეკვატური განცხადება. მე მოვუწოდებ მათ შორის ყველას, იქნება ეს პოლიტიკური მოთამაშეები და აქტორები, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თვალი მიადევნონ საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებულ დასვკნას და გამოძიებას. ამ გამოძიების შემდეგ, ჩვენ შევხედავთ რამდენად რელევანტური და შესაბამისია ნებისმიერი კრიტიკა, მათ შორის გადადგომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მეათე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ამასთან, აქციის მონაწილეები დღეს „რესპუბლიკის მოედნიდან“ პარლამენტის შენობის მიმართულებით „თავისუფლების მარშს“ გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics