20:01 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 16:39:25, 1746 ნახვა

პოლიტიკა
„ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო“ - წულუკიანი 20-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება

„ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ შეძლო,  ხელისუფლების წევრებს არ გაუკეთებიათ.

„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. შეფასებას ვამბობ ძალიან რბილად. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, ის გადადგა ამისთვის. ჯობდა უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავლაჯერ გვინახავს სახელმწიფოზე თავდასხმა. ომები, გადატრიალებების მცდელობები ან შესრულებული გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას - ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას?! კარგი არაფერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics