04:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 12:50:13, 1937 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ  ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ  ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმის ინდუსტრიას.

 „ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ,  როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში - იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის  ახალ შესაძლებლობებზე,  ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით,  საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია და ბაზარი, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics