|
2019-06-26 15:20:14, 1763 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი: თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა. „თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თხილის წარმოებაში კომპანიის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი, რომლის ქმედით სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდია კომპანიის „Ferrero“ წვლილი. „ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ასოციაცია დაგროვილი გამოცდილებით ეფექტიანად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის და ბრძოლის სტრატეგიის საკითხიც განიხილეს. მარკო გონკალვესმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს საქართველოში წარმოების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს თხილის სექტორში ინვესტირებას. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს იმ მეთხილე ფერმერებთან, რომლებიც სტანდარტების დაცვით აწარმოებენ პროდუქციას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას. საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ანტონიო ბარტოლმა შეხვედრაზე ორ ქვეყნას შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)