00:22 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 17:52:17, 1197 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი მოითხოვს, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს

მოსკოვი მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი მოვლენების გამოძიებაში რუსეთიც უნდა ჩაერთოს, - ამის შესახებ ანტიქარტული შეხედულებების მქონე, რუსმა დეპუტატმა სეგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

გავრილოვის თქმით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტები უნდა გამოიძიონ. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ძალაუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და საზიანო ქმედებები რუსეთის ფედერაციის მისამართით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. 

გავრილოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში განვითარებული მოვლენების პასუხისმგებელ პირებს. მანვე დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის ამაში მონაწილეობა მიიღოს.

"მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობის და პატივისცემის ზრდაზე, რადგან, სწორედ უერთიერთობების დაბლოკვა არის ექსტრემისტების მიზანი, რომლებმაც დაიწყეს გადატრიალების ეს მცდელობა და გამოიყენეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი, როგორც საბაბი", - განაცხადა გავრილოვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics