|
2019-06-21 15:31:03, 996 ნახვა
საზოგადოება
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - გუშინ ხელისუფლების მოქმედება რეპრესიებში გადაიზარდა
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 20 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ხელისუფლების მოქმედება გაცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს და არათანაზომადი საპასუხო მოქმედებიდან რეპრესიაში გადაიზარდა. „გუშინ, პარლამენტთნ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის წინ იმ რუსი პოლიტიკოსის საზეიმო მიღების ფაქტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რომელმაც მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. აქციის მონაწილეების ასევე მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა მოსახლეობის უკამყოფილების სიმწვავის სწორად შეფასება და კრიტიკული სიტუაციის დეესკალაცია, მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო, რასაც პოლიციასა და აქციის წევრებს შორის დაპირისპირება მოყვა. დემონსტრანტები სპეცრაზმმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის ძირითადი ნაწილის დაშლის შემდეგ, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ დემონსტრანტების მისამართით რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, თბილისში აქციის დაშლის დროს 240-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, რამდენიმე ადამიანიმა დაკარგა თვალი და მძიმე ოპერაცია გადაიტანა. დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობის და სხეულებრივი დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, შეკრების მონაწილეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყნებეული ძალა იყო კრიტიკულად არასათანადო, არათანაზომიერი და რეპრესიული. აქციის ცალკეული მონაწილეების შესაძლო უკანონო მოქმედებების აღკვეთა ვერ გაამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილ სისასტიკეს და დანაშაულს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ბრძანების გამცემი პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად დაზარალდა ან უკანონოდ იქნა დაკავებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)