|
2019-06-21 13:45:49, 6906 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ, კლინიკებში, ჯამში, 240 ადამიანი გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ, კლინიკებში, ჯამში, 240 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძის ინფორმაციით, კლინიკებში, ამჟამად, 102 პაციენტი რჩება. მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებულთა შორის 80 პოლიციელია. რაც შეეხება უშუალოდ ორთაჭალაში მდებარე “ნიუ ჰოსპიტალს”, რომელმაც აქციაზე დაშავებული 24 მოქალაქე მიიღო: ამჯერად, აქ 18 პაციენტი რჩება, 6 კი უკვე გაწერილია. კლინიკაში დარჩენილთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეან ორს კი, რომელთაც თვალი სერიოზულად ჰქონდათ დაზიანებული, ენუკლიაცია [თვალის ამოღება] დასჭირდათ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა, რომ უმრავლესობას მძიმე ტრავმვა დაჟეჟილობა და თვალის დაზიანება აღენიშნება. „კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)