|
2015-07-02 14:53:35, 566 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: თურქმენეთი ძალიან სწორად ხედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი. ესენია: 1. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის; 2. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და თურქმენეთის ფინანსთა სამინისტროს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;; 3. ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის; 4. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თურქმენეთის განათლების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. 5. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება; 6. “თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ“ 7. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა მოაწერეს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თურქმენეთი ძალიან სწორად, სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს თანამშრომლობა არა მარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვისაა მომგებიანი, არამედ-ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის, „ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენეტებს რამდენიმე მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ეს არის კულტურა, განათლება, ეს არის თანამშრომლობების გაღრმავება ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭია ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ერთობლივი სტრატეგიული ხედვები, რომელზეც გვქონდა შესაძლებლობა შარშან წლის მიწურულს გვესაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა დღეს, აბსოლუტურად თანხვედრია. თურქმენეთი ძალიან სწორად, სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს თანამშრომლობა არის მომგებიანი არა მარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვის, ეს თანამშრომლობა მომგებიანია რეგიონისთვის და უფრო გლობალურად, ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის. ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა შესაძლებლობას, თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისა და ევროპის ბაზრებზე, თურქმენეთში არსებული სხვა მნიშვნელოვანი რესურსების ტრანსპორტირების. ამ ტრანსპორტირებაში და ერთობლივ თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა“,-განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა. მისივე თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის ამ ვიზიტზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ. „განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ვიზიტზე, განსაკუთრებული იმედები გვაქვს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის და გვჯერა, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელი ევრაზიის კონტინეტის მასშტაბით იმედის თვალით უყურებენ ამ თანამშრომლობას და თავის მხარდაჭერას გამოხატავნ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)