20:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 13:48:44, 1330 ნახვა

საზოგადოება
საგარეო: სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქე, საფოსტო გზავნილების ოფისის თავდასხმაში მონაწილეობდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქე საფოსტო გზავნილების ოფისის თავდასხმაში მონაწილეობდა.

სამონისტროს წარმომადგენლის, ვლადიმირ კონსტანტინიდის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკონსულოს მეშვეობით ცხედრის გადმოსვენება მოხდება.

გარდა ამისა, კონსტანტინიდის განმარტებით, თავდასხმაში მონაწილე საქართველოს ორი მოქალაქე ადგილიდან მიიმალა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო არის აქტიურად ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ოფისზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია ორი ადამიანი, თავდასხმის ობიექტები. დანარჩენი ორი პირი, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მიიმალნენ. არის ვერსია რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან. უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება. რაც შეეხება, გადმოსვენების საკითხს, ჩვენ ძალიან მყისიერად ვრეაგირებთ, ეს დაკავშირებულია, როგორც ფიზიოლოგიურ პროცედურებთან, ასევე გამოძიების შედეგებთან", - განაცხადა კონსტანტინიდმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics