03:06 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 21:02:50, 1197 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული საქართველო - მთავრობამ არჩევანი მოძალადე, პროპუტინულ ჯგუფზე გააკეთა

“ევროპული საქართველო“ დღეს, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და განცხადებაში ამბობს, რომ მთავრობამ არჩევანი მოძალადე, პროპუტინულ ჯგუფზე გააკეთა.
“ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას. დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა. მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება,“- წერია განცხადებაში.

პარტიის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა პოლიტიკურ პარტიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ სხვა მოქალაქეებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

“ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა,“- ნათქვამი განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics