17:27 - 26 Jul, 2026
|
2019-06-14 10:30:47, 827 ნახვა
საზოგადოება
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ამასთანავე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)