20:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 17:59:12, 644 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი 'მოგზაურობა ევროპაში'. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ.

 საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები 'მოდი გავიცნოთ ევროპა!' და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭრით.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics