18:07 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:42:13, 1310 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა პანკისის მოვლენებზე - შექმნილ პრობლემაზე სამინისტროს პასუხისმგებლობას ვგრძნობ

პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და ეკონომიკის მინისტრისაც, - ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პასნკისის მოვლენები შეაფასა.

მინისტრის განცხადებით, ესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო.

„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ამ შექმნილ პრობლემაზე. და არა მარტო. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან, ასე ვთქვათ დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების.  ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ძალიან საჭირო ქვეყნისთვის პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო ბრკოლდება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაცია რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics