16:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 22:53:25, 1152 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძე - მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ, აღარ ისმის სიტყვები - დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში

  დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე ადამიანები გაათმაგებული რაოდენობით მოვლენ და 9 ივნისს საზოგადოებისთვის სასურველი შედეგი დადგება, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კახაძემ აღნიშნა, ყოველ ახალ შეხვედრაზე ადამიანთა გაათმაგებული რაოდენობა გამოდის.

„მოქალაქეებმა თავად გააკეთეს არჩევანი და თავად თქვეს, რომ ჩვენმა პასიურობამ დაღი დაასვა ამ ყველაფერსო. ყველამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია, ვადა წელიწადი და რამდენიმე თვეა და ალბათ, პასიურობაც ამან გამოიწვია. პასიურობა გარკვეულწილად, გამოიწვია ასევე მომქანცველმარეჟიმმა, პოლიტიკურ ველზე დებატების ნაკლებობამ, უხიაგმა მოქცევამ და ა.შ, რამაც ბევრ ადამიანს ნიჰილისტური განწყობა გაუჩინა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ, როცა აპოკალიფსს ხატავენ, თითქოს, ისპობა და ინგრევა ყველაფერი. ასე რომ იყოს, მთაწმინდაზე 43 905 ამომრჩეველია და ყველა გამოვიდოდა პროტესტის ნიშნად; არიქა, ვინგრევით და ყველაფერი უნდა შევცვალოთო“, – განაცხადა კახაძემ.

ამ განცხადებით ლადო კახაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას აკეთებდა ის არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რას ეტყვის ამომრჩეველს, რომ ისინი მეორე ტურით და მისით, როგორც კანდიდატით დაინტერესდნენ.

მისი თქმით, მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა აქვთ და ისინი მიხვდნენ, რომ სტატუსკვო შესაძლოა, რაღაც გარემოებათა გამო დამაკმაყოფილებელი იყოს

„იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ ისმის სიტყვები – დახოცეთ, ტყვიები არ დაიშუროთ, თორმეტი წლის ბავშვი ციხეში და ა.შ; არ ესმით ღამ-ღამობით ქონებების ნოტარიული გადაფორმების, წართმევისა და დაყაჩაღების შესახებ; არ ესმით ეს პოლიტიკური ვაკხანალია და ა.შ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics