10:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:04:49, 892 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურაორივე ქუჩაზე ჯამში, 2 880 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

„გზის რეაბილიტაცია კიდევ ორ ქუჩაზედავასრულეთ. როგორც ხორნაბუჯის, ისე ხევსურეთის ქუჩის ნაწილზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ორივე ქუჩაზე კაპიტალურად შევაკეთეთ გზის საფარი და ახლა უკვე მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 188 000 ლარი დახარჯა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics