15:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 14:46:31, 1005 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ყველაფერი კარგად არის

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში  მე-6 ადგილზეა; ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ,  ყველაფერი კარგად არის; ყველაფერი კარგად არ არის, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შედეგი სახეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ნიკორწმინდაში, იტალიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან მივიღოთ უკუკავშირი. რაც შეეხება გადაწყვეტეილებების მიღების სისწრაფეს, ამაზე მე პარლამენტშიც ვისაუბრე. ის, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენ ეს საკითხი დასახვეწი გვაქვს, იყო მიზეზი, საკადრო გადაადგილებების მიზეზი, მათ შორის შარშან და წელსაც. მოგეხსენებათ, წელს არის ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ყველა მუნიციპალიტეტი, ისე ყველა ცენტრალური უწყება ბიუჯეტის პარამეტრებს წინსწრებით ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ წელს ბიუჯეტში ისტორიულად მაქსიმალური რესურსი გვაქვს. ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მათ შორის გასამარტივებელი გვაქვს პროცედურები. ვფიქრობ, აქ ძირითადად უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში  მე-6 ადგილზეა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics