03:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 17:34:37, 970 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა.

აკაკი ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-8 კორპუსთან, ასევე დიდუბის ქუჩის მეორე შესახვევის N3-თან მდებარე სპორტულ მოედნებზე  დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, შეიღება და დაიჭიმა. ასევე, ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 830 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩის N2-სა და 2ბ-ში, ასევე მირცხულავას ქუჩაზე.

მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics