|
2019-05-25 13:04:01, 6737 ნახვა
სპორტი
ტოჩინოშინმა იოკოძუნა დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშოს" მე-14 სატურნირო დღეს მე-10 ორთაბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული გუშინ გამართული ორთაბრძოლის დროს უნდა მოეპოვებინა. მან იაპონელი სუმოისტი ასანოიამა დაამარცხა, თუმცა მსაჯებმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ტოჩინოშინმა ფეხი დოჰიოს გარეთ გადადგა და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს. მსაჯების გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კადრში ჩანს, რომ ტოჩინოშინს დოჰიოს გარეთ ფეხი არ დაუდგამს. ამავე მიზეზის გამო, სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა. რომ არა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება, დღევანდელი მდგომარეობით ტოჩინოშინს და ასანოიამას თანაბარი შედეგი ექნებოდათ, კერძოდ 11 მოგება და 3 მარცხი. შესაბამისად, „ნაცუ ბაშოს“ მე-15 სატურნიტრო დღეს გაირკვეოდა იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობა. ტოჩინოშინი ხვალ სავარაუდოდ, ოძეკ ტაკაიასუს დაუპირისპირდება. მასთან ბოლო სამი შეხვედრიდან ლევან გორგაძემ 1 მოიგო, ორში კი, დამარცხდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)