11:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 22:10:27, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით

საქართველოში პროტესტის გამოხატვა გარანტირებულია, რაც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი და ეს უზრუნველყოფილი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის" წამყვანის კითხვას სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ ვინმე დაიწყებს წითელი ხაზების გადალახვას, რეაგირება იქნება მყისიერი და კანონის ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია, რომ არა მხოლოდ რეალურად გააკეთონ, რა თქმა უნდა, რეალურადაც სურთ, მაგრამ იციან სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებრივი აზრიც იქნება საწინააღმდეგო, არამედ, მათი მიზანია, შექმნან არასტაბილურობის და იმის განცდა, რომ აქვთ რესურსი, არეულობა შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ასე არ მოხდება. 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების წინ და შემდეგ ვისმენთ ერთსა და იმავეს. პასუხი არის ერთი და იგივე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით ხდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics