|
2019-05-23 15:17:53, 967 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორები კიდევ სამ მისამართზე დამონტაჟდა
ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში ახალი ტიპის სატრენაჟორო კომპლექსების მოწყობა მიმდინარეობს. Street Workout-ის ტიპის ტრენაჟორები დამატებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა. გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მოსახლეობას ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვარტლის N3 კორპუსთან და წყნეთში, ამილახვრის N23-ში აქვს. კომპლექსი რბილ საფარზე ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მოედნების მონტაჟი, გამგეობის დაკვეთით, შპს „მ.მ.“-მ განახორციელა. ვაკის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონის მასშტაბით, მომავალშიც განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)